რეზონანსი
28.04.2023

 

 

არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, ტაქ­სის მძღოლს 7 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. გა­ნა­ჩე­ნი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 25 აპ­რილს გა­მო­ა­ცხა­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ფა­რი" აქ­ვეყ­ნებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვა 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი მე­გობ­რებ­თან ერ­თად კლუბ­ში იყო, სა­დაც ალ­კოჰო­ლი მი­ი­ღო. შემ­დეგ ის მე­გობ­რებ­მა ჩას­ვეს ტაქ­სი­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12 სა­ა­თის­თვის, ხოლო ტაქ­სის მძღოლ­მა ქალი სახ­ლში გამ­თე­ნი­ი­სას მი­იყ­ვა­ნა.

„რო­გორც ქალი ამ­ბობს, მში­ე­რი იყო, რის გა­მოც მალე დათ­ვრა და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ გა­მო­იყ­ვა­ნეს ქალი მე­გობ­რებ­მა კლუ­ბი­დან და ჩას­ვეს ტაქ­სი­ში. ჩა­ნა­წერ­ში გარ­კვე­ვით ჩანს მან­ქა­ნა და სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი. საქ­მე­ში დევს კი­დევ ერთი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც უკვე ქა­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთა­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამ ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ გად­მო­დის ქალი მან­ქა­ნი­დან და შე­დის სა­დარ­ბა­ზო­ში. ჩა­ნა­წე­რებს შო­რის შუ­ა­ლე­დი თით­ქმის 7 სა­ა­თია: ქალი კლუ­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 00:02 სა­ათ­ზე წა­მო­ვი­და, სახ­ლში კი დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით 08:00 სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და. ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის გამო, მას არ ახ­სოვს, სად იყო და რა მოხ­და მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სახ­ლთან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ქალი თა­ვი­სი ფე­ხით გად­მო­დის მან­ქა­ნი­დან და შე­დის სა­დარ­ბა­ზო­ში, თუმ­ცა მას არც ეს ეპი­ზო­დი ახ­სოვს. რო­გორც ჩანს, ამ მო­ნაკ­ვეთ­ში ის ინ­სტიქ­ტუ­რად მოქ­მე­დებ­და. კლუ­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ მას მეხ­სი­ე­რე­ბა მხო­ლოდ სა­დარ­ბა­ზოს კი­ბე­ზე უბ­რუნ­დე­ბა. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი­სა და ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, მან სა­დარ­ბა­ზო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 წუთი გა­ა­ტა­რა. ქა­ლის არც ეს პე­რი­ო­დი ახ­სოვს." - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუ­რის­ტი, ნელი ქა­რე­ლი გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქალი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლია, თუმ­ცა მის სხე­ულ­ზე და ტან­საც­მელ­ზე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს კა­ცის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სა­მარ­თლემ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, თან­ხმო­ბა სქე­სობ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უნდა იყოს ცხა­დი და ნამ­დვი­ლი. არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ვერ გას­ცემ­და თან­ხმო­ბას, რო­მე­ლიც მისი ნე­ბის რე­ა­ლუ­რი გა­მომ­ხატ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ ამი­ტომ, შემ­თხვე­ვა ჩა­ით­ვა­ლა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

„სა­ფა­რი" დას­ძენს, რომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი პრობ­ლე­მუ­რია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად ით­ვლე­ბა მხო­ლოდ ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბით, ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უმ­წე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­და. სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბას ეფუძ­ნე­ბა. თან­ხმო­ბა, თა­ვის მხრივ, ნიშ­ნავს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ხა­ტულ, ცხად და აშ­კა­რა დას­ტურს სქე­სობ­რივ აქ­ტზე. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბად ჩა­ით­ვა­ლა და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ჩე­ნიც დად­გა. თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სქე­სობ­რივ აქ­ტზე რე­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბა არ არის გა­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მომ­ხდარს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბად არ აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ ის­ჯე­ბი­ან. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და­ფუძ­ნე­ბა თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბა­ზე. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ თან­ხმო­ბად ვერ და არ ჩა­ით­ვლე­ბა დუ­მი­ლი და/ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის არ­გა­წე­ვა." - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებული ქალი 21 წლისაა, მსჯავრდებული კაცი კი - 40-ის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×