რეზონანსი
28.04.2023

„ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადება, თითქოს არ სურს, ტელეკომპანია „ფორმულას" ზიანი მიაყენოს, სპეკულაციაა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სპეკულაცია იყო მისი განცხადება, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას" და ა.შ. სანამ BBC ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, არ იცოდნენ, რით იყო ეს ადამიანი დაკავებული, რა საქმიანობას ეწეოდა, თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია, ამიტომ მისი მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×