რეზონანსი
28.04.2023

„ნაციონალური მოძრაობის" მართვაში, თუ ვანო მერაბიშვილის წვრილი, თუნდაც ოდნავ მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენთვის ამ პარტიასთან თანამშრომლობის რესურსები მინიმუმ, ნულს ქვემოთ ჩამოყვანილი იქნება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" არა შიდა პარტიულმა დემოკრატიამ, არამედ სხვამ გაიმარჯვა.

„ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზია გაუჩნდა, თუ რატომ არ დგას ან არ დადგება „ლელო" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან გადაყვანის აქციაზე. „ლელო" არ დადგება და რატომ არ ესმით? საკუთარი მხარდამჭერები მათ ვერ გამოჰყავთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მხარდაჭერებთან უამრავი დაპირება გასცა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ძალით, მახვილითა და ცეცხლით გამოხსნის დაპირება. ასევე, გამოიწვიეს ოფისების გახსნის პირობები, ეს მათი საქმეა და პარტიის შიდა საქმეებში არ შევდივარ, მათი საქმეა როგორ იპოზიციონირებენ. ამ ყველაფრიდან ვერაფერს ასრულებენ და ახლა მათი მთავარი აქცენტი არის გარე მტრები ეძებონ და მტრად ვინმე დანიშნონ, „ლელო" კი ამისთვის კარგი შესაძლებლობაა. მიხეილ სააკაშვილმა მტრები საკუთარ პარტიაში უნდა ეძებოს, ვინც თავის დროზე მოატყუა, ილუზია შეუქმნა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოსულიყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას" პატიმრად შეატოვა და დღეს ერთგვარი გადატრიალება, თუ შიდა პროცესი ან ხელოვნური დუღილი მოაწყო, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობაში" არა შიდა პარტიულმა დემოკრატიამ, არამედ სხვამ გაიმარჯვა. ამ პარტიის მართვაში, თუ ვანო მერაბიშვილის წვრილი, თუნდაც ოდნავ მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენთვის ამ პარტიასთან თანამშრომლობის რესურსები მინიმუმ, ნულს ქვემოთ ჩამოყვანილი იქნება", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×