რეზონანსი
28.04.2023

ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებმა სააკაშვილის თემა შემოიტანეს იმისთვის, რომ სურდათ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუმცა ამის შესაძლებლობა ქვეყანაში მომუშავე შესაბამისმა უწყებებმა არ მისცა.

„ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაპატიმრება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია",- განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×