რეზონანსი
28.04.2023

ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შერყეული რეპუტაცია აქვთ პოლიტიკოსებს, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ოპოზიციური პარტიების მოსალოდნელ გაერთიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „გირჩი" არანაირ გაერთიანებაში შესვლას არ გეგმავს.

„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას IRI-ის კვლევესაც გამოეხმაურა.

„არანაირ გაერთიანებაში ჩვენ არ ვაპირებთ გაერთიანებას. ზოგადადაც, რომ შევხედოთ, ჩემი წარმოდგენით, ოპოზიციის გაერთიანება დღევანდელ სიტუაციაში ვერ მოხერხდება. იმისთვის, რომ რაიმე გაერთიანება შედგეს, საჭიროა, რომ საუბარი დაიწყოს იდეებზე, შეხედულებებზე, პოზიციებზე, რომელიც დააჯგუფებს სულ მცირე და ამომრჩევლებისთვის გასაგებს გახდის, ესა თუ ის პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტიები, რა მოტივაციებით ერთიანდებიან. დღეს ის 38 პროცენტი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კვლევაში დაუფიქსირდათ რაც ორჯერ მეტია „ქართული ოცნების" 19 პროცენტზე, ეს 38 პროცენტი გაიბნევა როგორც კი, მაგალითად ჩემი ამომრჩეველი დაინახავს, რომ მე გავერთიანდი ვთქვათ, შალვა ნათელაშვილთან, გიორგი ვაშაძესთან ან ვიღაც მსგავს ადამიანთან, რომელთანაც საერთო ნაკლები გვაქვს. ანუ, არანაირი ნდობა არ არსებობს აქედან გამომდინარე. დღევანდელი გაერთიანება იმდენად ყალბად გამოიყურება, რომ სიყალბე ყოველთვის აზიანებს ნდობას და ეს ნდობა არის მთავარი კაპიტალი, რომელიც ზოგადად პოლიტიკოსებს გაგვაჩნია. სამწუხაროდ, ეს ნდობა მაღალი არ არის. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შერყეული რეპუტაცია აქვთ პოლიტიკოსებს კონკრეტულად და აქედან გამომდინარე, არის საჭირო ისეთი პროცესის დაწყება. ამაში ვგულისხმობ, რომ უნდა იყოს დებატები, კამათი, რომელიც წარმოაჩენს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×