რეზონანსი
28.04.2023

სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი მის გარემოცვას არ აინტერესებს. მათი ერთადერთი ინტერესია, რომ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება კონსტიტუციითა და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს და არა ვინმეს ზეწოლის შედეგად.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი მის გარემოცვას არ აინტერესებს. მათი ერთადერთი ინტერესია, რომ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება და საქართველოსა და მის ხელისუფლებაზე განახორციელონ პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ზეწოლით იღებს გადაწყვეტილებებს; ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციითა და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, დაანებონ თავი, სამარცხვინო, ძირგამომთხრელ კამპანიას საკუთარი ქვეყნის მიმართ და დაკავდნენ მართლაც ჯანმრთელობის საკითხებით", - განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×