რეზონანსი
28.04.2023

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა გასაჯაროვდა. დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს" ადვოკატებს.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზის დასკვნაში ასახულია 39 დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ გოგონამ საკმაოდ მძიმე გზა გაიარა სიკვდილამდე".

12 წლის ანას დედას, ნატო ხუტაშვილი აქამდეც დარწმუნებული იყო, რომ 17 მარტის ღამეს მისი შვილი მოკლეს. ახლა კი ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ მისი მტკიცე ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა

„სხვადასხვა სახის 39 დაზიანება აქვს ბავშვს მიღებული. ზუსტად იმავე აზრზე ვარ, რასაც მანამდე ვფიქრობდი. ბავშვი არის მოკლული, 39 დაზიანება როგორ შეიძლებოდა ბავშვს მიეღო? რა თქმა უნდა, რომ ბავშვი მოკლულია და რა თქმა უნდა, რომ ეს დასკვნაც ამაზე მეტყველებს", - აცხადებს 12 წლის ანას დედა „რადიო თავისუფლებასთან".

17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, რამდენმიმესაათიანი ძებნის შემდეგ, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×