რეზონანსი
29.04.2023

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა.

„ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან.

„ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ", - აღნიშნა ზელენსკიმ სკანდინავიელ ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, მისი თქმით, ომის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის იხსენებს მომენტს, როდესაც უკრაინელებმა ოკუპაციისგან პირველი რეგიონის გათავისუფლება შეძლეს.

„პირველად, როცა რეგიონი გავათავისუფლეთ, ახალი ცხოვრების გემოს ჰგავდა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×