რეზონანსი
29.04.2023

გასაკვირი არ არის ნაც-ლიბერალების ამ უსამშობლო, უსულო არსებების დამოკიდებულება ხვალინდელ შეკრებაზე როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს, - ასე ეხმიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას.

შაქარიშვილის თქმით, გურულის განცხადება იმის შესახებ, რომ 30 აპრილს დაგეგმილი აქციის დაწყების დრომ „რომელიღაც უცხო ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებული ფეხბურთის რიგითი მატჩის" გამო გადაიწია, ადასტურებს იმას, რომ აქციის მიზანი გაუგებარია როგორც გურულისთვის, ისე სხვა ლიბერალებისთვის.

„როდესაც უსამშობლო ხარ, ვერც ხვიჩა იქნება შენთვის ორგანული, ვერც ტალახაძე, ვერც სპორტული წარმატება! მშვიდობა გაგაღიზიანებს და ქართველის კეთილდღეობა ბოღმით გაგბერავს! გასაკვირი არ არის ნაც-ლიბერალების ამ უსამშობლო, უსულო არსებების დამოკიდებულება ხვალინდელ შეკრებასთან მიმართებაში! ვერც ამ ერთობის მიზეზს და მიზანს გაიგებენ და ვერც ხვიჩას გამო 1 საათით გადაწევას თუ გადმოწევას! სხვა არაფერი აქვთ სათქმელი, იციან რაც მოხდება ხვალ, რამხელა ენერგია შეიკვრება სამშობლოზე გულანთებული ქართველების ერთობით! ხვიჩასაც ვუგულშემატკივრებთ! ქვეყანასაც დავიცავთ! მშვიდობას გავუფრთხილდებით! ტრადიციებს შევინარჩუნებთ! თქვენთვის უცხოს და საძულველს, ჩვენთვის სათაყვანებელ სამშობლოს ვუერთგულებთ სანამ პირში სული გვიდგას!!!" - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

„მოვდივარ" - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას", - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×