რეზონანსი
29.04.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება.

ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს.

„გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართულებით არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს, რაც ძალიან მიხარია. თუ რაიმე ხარვეზი იქნება, ბუნებრივია, ეს ჩვენ გამოგვადგება შემდგომ პერსპექტივაში ამ ხარვეზების დახვეწისთვის, გამოწვევების გადასალახად იმისთვის, რომ ელექტრონული არჩევნები შემდეგისთვის არანაირ კითხვის ნიშანს არ ტოვებდეს და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნებში.

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა IRI-ის კვლევა. დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რა პროცენტიც ამ ორგანიზაციამ რომელიღაც კაბინეტში დაგვიწერა, იმიტომ, რომ რეალურად რაღაც გაყალბებული დოკუმენტი იყო, იმ პროცენტზე მეტი ამომრჩეველი მივა დღეს ქვეყნის მასშტაბით იმ ოლქებში, რომლებშიც არჩევნები მიმდინარეობს. ხაზგასმით ვამბობ, ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას" დაუწერა და დღეს ეს მოხდება უკონკურენტო არჩევნებში- „ქართულ ოცნებას" ვერ გაუბედეს, რომ კონკურენტები დაეყენებინათ. ამიტომ, ის პარადოქსი, რომელსაც ისინი კადრულობენ, რაიმენაირად გვერდზე უნდა გადაწიონ და ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს, რასთან აქვთ საქმე, როდესაც ერთი მხრივ, ასეთი მტკიცებულებები ჩნდება და მეორე მხრივ ჩნდება კვლევები, რომელსაც საერთო რეალობასთან კი არ აქვს, არამედ 30%-იანი ცდომილებით არის ხოლმე გაყალბება", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება. ამომრჩევლები დღეს ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×