რეზონანსი
04.05.2023

მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი პრემიერის მიმართ ასეთი ემოციური გამოსვლის გამო და რა იყო აქ მნიშვნელოვანი? ის, რომ ეს იყო ორგანული, შიგნიდან წამოსული რეაქცია, ის რითაც ვამაყობთ, ვცხოვრობთ და აქამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემა„ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში" ირაკლი ღარიბაშვილის ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ურთიერთპატივისცემა, მოყვასის სიყვარული, ტოლერანტობა, ჩვენი წინაპრებისა და ტრადიციების პატივიცემა - ეს ის ღირებულებები და ფასეულობებია, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით. ეს განძი, რომელიც ჩვენ თითქოს მუზეუმში გვქონდა შენახული ან თითოეულ ჩვენგანს გულის სიღრმეში გვაქვს, დადგა დრო, რომ ავამოქმედოთ და ყოფიერ ცხოვრებაში უფრო მძაფრად შემოვიტანოთ. დავინახეთ დამსწრე საზოგადოების რეაქციებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მზად ვართ სიახლეებისთვის. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს სიახლეების, თუ მყარად ვდგავართ ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებზე. მგონი ყველა ჩვენი მოქალაქე ამაყი უნდა იყოს იმით, რასაც ხაზი გაუსვა პრემიერმა. ეს არის სხვა ქვეყნებში გასატანი ჩვენი სავიზიტო ბარათი", - განაცხადა ყაველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში სიტყვით გამოვიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×