რეზონანსი
04.05.2023

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, არ გამოიყენოს დრონებით სავარაუდო თავდასხმა უკრაინაში ომის ესკალაციისთვის.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს: ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ გაამართლოს უფრო მეტი გაწვევა, მეტი ჯარისკაცი და მეტი თავდასხმა უკრაინაზე", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ ღამით ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მცდელობა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ კრემლზე დრონების სავარაუდო თავდასხმის შესახებ ცნობებს გაეცნო, თუმცა ვერანაირად ვერ დაადასტურებს მათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×