რეზონანსი
04.05.2023

კონფერენციაზე ყველაზე ნაკლები, რაც ისმოდა, რუსეთთან დაკავშირებული თემა იყო, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქრონიკაში" ისაუბრა.

„პრემიერის გამოსვლაში ყველა ღირსეული მოქალაქის შინაგანი განწყობა იგრძნობოდა, წინაპრების მოყოლილი, რითაც ვამაყობთ, ამის გამოძახილი იყო. ამ კონფერენციაზე ყველაზე ნაკლები, რაც ისმოდა, რუსეთთან დაკავშირებული თემა იყო. ამ დროს ჩვენი მოწინააღმდეგეები ყოველთვის რას გვედავებიან, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვეხებით, თუ ვინმესთან წინააღმდეგობაში მოვდივართ, პირდაპირ გვარქმევენ რუსეთის ვასალებს. თუ ადამიანს ჯანსაღი პროტესტი გაუჩნდა ე.ი. არის მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი. ეს გვინდა, რომ დავასრულოთ. ჩვენ გვინდა ჯანსაღ პროცესში ნებისმიერ თემაზე მსჯელობა. მაგრამ ოპოზიციას არანაირი ჯანსაღი მსჯელობის სურვილი და მოტივაცია არ აქვს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×