რეზონანსი
04.05.2023

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ორი ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×