რეზონანსი
04.05.2023

დღეს, 4 აპ­რილს, თბი­ლის­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რეს­ტო­რან La Vera-სთან ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა მოხ­და, რო­მელ­შიც 20-მდე ახალ­გაზ­რდა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, მათ და­ა­ახ­ლო­ე­ბით, რვა გას­რო­ლის ხმა გა­ი­გო­ნეს.

ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა, რომლის განეიტრალებაც მარგველაშვილის დაცვამ შეძლო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლებს შო­რის არის გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ველ­მა გახ­სნა ცე­ცხლი, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დაც­ვამ ეს­რო­ლა და მოკ­ლა.მომხდარის სავარაუდო მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა მარგველაშვილსა და გახოკიას შორის.

გიჩო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი (გოგა) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ვაჟი. იგი წარ­სულ­ში ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის­თვის არის ნა­სა­მარ­ლე­ვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×