რეზონანსი
04.05.2023

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგნი არიან, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი და ერთ-ერთ ბოლო სესიაზე გახდა კონსერვატორთა ჯგუფის წევრი, ჯგუფისა, რომელიც სიდიდით მესამე ძალაა ევროპარლამენტში.

„ამ რადიკალებისა და ზოგადად, ოპოზიციონერების მიდგომაა, რომ რაც არ მოსწონთ, რაც მათი პოზიციების გამყარებას ემუქრება, ან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში რაც მათ ასუსტებთ, ასევე, როცა არგუმენტი არ აქვთ, ყველას და ყველაფერს უაპელაციოდ „რუსულის" ან „რუსეთუმეს" იარლიყს აკერებენ. ისინი არიან ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგი. მათ რიგებში უხვად არიან წარმოდგენილნი ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების მაგინებლები.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგნი არიან. როდესაც 2012 წელს „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა, ოპოზიციისგან აქტიური მცდელობა იყო, რომ მიეკერებინათ „რუსული ძალის", „რუსეთუმეების" იარლიყი. როგორც კი ჩვენმა პრემიერმა გადაწყვიტა ამ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინვე წამოვიდა ოპოზიციისგან ნარატივი, რომ თურმე როგორ შეიძლება კონსერვატორული აზრები გაგაჩნდეს. აღსანიშნავია, რომ მე ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი ვარ და სწორედ ერთ-ერთ ბოლო სესიაზე, რომელიც 23-26 აპრილს გაიმართა, გავხდი კონსერვატორთა ჯგუფის წევრი. ეს ჯგუფი იქ სიდიდით მესამე ძალაა და როგორც ევროპაში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღითიდღე ძალას იკრებს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×