რეზონანსი
05.05.2023

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან სროლის შესახებ, რა დროსაც მოკლულია ერთი და დაჭრილია ორი ადამიანი, ახალი დეტალები ვრცელდება. გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცი საბა გახოკიაა.

შეიარაღებულ თავდამსხმელს იმ პირის დაცვამ, რომლის მისამართითაც გახოკიამ გაისროლა, საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად გახოკია ადგილზე დაიღუპა.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენი პირი ამჟამად დაკავებულია, მას გაქცევა არც უცდია.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია. ის დაჭრილის, გივი (გიჩო) მარგველაშვილის დაცვაში მუშაობდა.

რაც შეეხება უშუალოდ სროლის ფაქტს, როგორც თვითმხილველი ჰყვება, საბა გახოკიამ (გარდაცვლილმა) შავი ჩანთიდან "ვინჩესტერის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გიჩო მარგველაშვილის მისამართით გაისროლა.

მარგველაშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მარგველაშვილს, ის ფეხში მძიმედაა დაჭრილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×