რეზონანსი
05.05.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა:

„მან თქვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სათქმელი. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ღირებულებები, შეუძლია თავი გენიოსად ჩათვალოს და დარჩეს უმცირესობაში. ძალიან სუსტი იყო შეფასებების ის ნაწილი, რომელსაც მაგალითად ერთ-ერთ არგუმენტად პუტინის გამონათქვამებთან შედარება ჰქონდა, რადგან ბოლო 20 წელია ევროპაში იმდენი კრიტიკული რამ ითქვა თავად ევროპაზე (იმიტომ, რომ ევროპას ნამდვილად აქვს გამოწვევები), პუტინისთვის ყველაფრის დაბრალება ცხადია ძალიან არაკომპეტენტურია. საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ მისთვის პატრიარქი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორიტეტი, ვის უნდა უკვირდეს, რომ ასეთი ღირებულებები მოსახლეობის უმრავლესობისთვის არის მისაღები“, - განაცხადა კაკულიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×