რეზონანსი
05.05.2023

გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილის გივი იგივე გიჩო მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმედ რჩება. მას გვიან ღამით ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს დაზიანებები ქვედა კიდურების არეში აქვს მიყენებული. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"37 წლის პაციენტიო შემოყვანილ იქნა, გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში, ბარძაყს არეში ცეცხლნასროლი ჭრილობებით. ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, პირველადი დახმარება. მაგისტრალური სისხლძარღვები არ არის დაზიანებული, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩატარდება დამატებით კვლევები, ამ პერიოდში დინამიკაში იქნება ყველაფერზე დაკვირვება. ბევრი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი პაციენტს", - განაცხადა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა ვატო გვაზავამ.

ორმხრივი სროლისას დაშავებული მეორე პირი კი ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება, მას უტარდება კვლევები და იმყოფება მედიკოსების დაკვირვების ქვეშ.

"პაციენტი მოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან. ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც აქვს წვივის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობა. ქირურგის მიერ მოხდა, ჭრილობის დამუშავება-რევიზია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სტაბილურ მდგომარეობაშია, ამჟამად დაკვირვების ქვეშაა" , - განაცხადა ამერიკული ჰოსპიტლის თბილისის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმმა მანანა გორგაძემ.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×