რეზონანსი
05.05.2023

ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის მოტივი შესაძლოა წარსულში დაჭრა ყოფილიყო. “მთავარ არხს” ინფორმაციით, წარსულში საბა გახოკია გიჩო მარგველაშვილმა დაჭრა.

სათვალთვალო კამერების ვიდეო-ჩანაწერებში კარგად ჩანს როგორ დაიწყო სისხლიანი დაპირისპირება და როგორ ესვრის პირი ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს იარაღიდან, ამ უკანასკნელს კი მარგველაშვილის დაცვა უხსნის საპასუხო ცეცხლს.

სროლის შედეგად, საბა გახოკია ადგილზე დაიღუპა, დაიჭრა კიდევ ერთი პირი, უცხოეთის მოქალაქე. გიჩო მარგველაშვილიც და საბა გახოკიაც დეველოპერულ ბიზნესში იყვნენ ჩართულები. 

საბა გახოკიას მფლობელობაში იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტვირთების გადამზიდი კომპანია შპს „ტრანსკო“; სამშენებლო მასალების კომპანია შპს „ჯიმა ჯგუფი“;  სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების კომპანია შპს „ტრანსკო“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×