რეზონანსი
05.05.2023

გუ­შინ სა­ღა­მოს, ვე­რა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე კაფე LA VERA- სთან სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 38 წლის საბა გა­ხო­კი­აა. საბა გა­ხო­კი­ას, რო­მელ­მაც ბიზ­ნეს­მენ გივი (გიჩო) მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ფე­ხებ­ში დაჭ­რა, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნა, რის შე­დე­გად გა­ხო­კია ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი და­კა­ვე­ბუ­ლია, მას გაქ­ცე­ვა არც უც­დია. ის დაჭ­რი­ლი გივი (გი­ჩოს) დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულ საბა გა­ხო­კი­ას, ის რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესს ფლობს. კერ­ძოდ მის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტვირ­თე­ბის გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნია შპს „ტრანსკო", სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის კომ­პა­ნია შპს „ჯიმა ჯგუ­ფი" (JIMA GROUP) და სამ­შე­ნებ­ლო მან­ქა­ნე­ბის და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის კომ­პა­ნია შპს „ტრანსკო".

რო­გორც „ambebi.ge"-ს წყა­რო უყვება, გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი თა­ნას­კო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ (53-ე სკო­ლა) და მათ თა­ვი­დან­ვე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

„მისი პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ვერც მისი მო­ტი­ვის შე­სა­ხებ გე­ტყვით ვე­რა­ფერს. რაც ვიცი, საბა იყო უაღ­რე­სად კე­თი­ლი, თბი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ვინ და რა­ტომ გა­ამ­წა­რა ასე, არ ვიცი, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან და არ მახ­სოვს, ვინ­მეს­თვის ხელი ზედ­მე­ტად და­ე­კა­რე­ბი­ნა, ან უმი­ზე­ზოდ ეწყე­ნი­ნე­ბი­ნა. მისი ვერ­ცერ­თი მე­გო­ბა­რი ვერ გე­ტყვით, რომ საბა იყო მო­ძა­ლა­დე, მხო­ლოდ სი­კე­თე და პო­ზი­ტი­ვი იღ­ვრე­ბო­და მის­გან. რა მოხ­და, ამას იმე­დია გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს", - ამბობს მისი მე­გო­ბა­რი გუჩი თავ­ხე­ლი­ძე.

საბა გა­ხო­კი­ას ერთი შვი­ლი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბას „ფე­ის­ბუკ­ში" მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან: „ეს დღე­სას­წა­უ­ლი იყო საბა! სა­მა­გა­ლი­თო მე­გო­ბა­რი და სა­მა­გა­ლი­თო ბიჭი! რო­გორ და­გემ­შვი­დო­ბოთ მთე­ლი კლა­სი, ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობთ ! ეს რა დღე გაგ­ვი­თენ­და ჩემო ერ­თგუ­ლო, კე­თი­ლო მე­გო­ბა­რო. წახ­ვე­დი და წა­ი­ღე ჩვე­ნი გუ­ლე­ბი! შეხ­ვედ­რამ­დე მე­გო­ბა­რო, უამ­რა­ვი ბედ­ნი­ე­რი წელი ჩვენ ყვე­ლა ერ­თად! „ჩვე­ნი კე­თი­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი ბიჭი". „ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ მე და საბა, სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ"...

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×