რეზონანსი
05.05.2023

სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში ქართულ ტელევიზიებსა და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდასა და მის სხვადასხვა მიმართულებას - ევროპული, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რადიკალური ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის გუშინდელ გამოსვლას რადიკალურმა ოპოზიციამ ჰომოფობიური უწოდა.

„მთელს მსოფლიოში ღირებულებების ომი მიდის და ქართული გამოწვევაა, ჩვენი მხრივ, სად აღმოვჩნდებით ამ ღირებულებების ბრძოლაში. დარწმუნებული ვართ და ხალხის მხარდაჭერაც შეუძლებელია სხვაგვარი იყოს, რომ ამ ღირებულებების ომში ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ღირებულებების მხარეს და არა სხვა მხარეს, სადაც არაჯანსაღი პროპაგანდა მიდის სხვადასხვა მიმართულებით, რაშიც ძალიან ხშირად ურევენ, მაგალითად, ადამიანის უფლებების დაცვას, რაშიც აბსოლუტურად შეუვალი ვართ და ასე შემდეგ. თუმცა, გუშინ საქართველოში სხვაგვარად დალაგდა ამბავი. მთელი „ნაცმოძრაობის" კლასტერი, პოლიტიკოსები მედიასთან ერთად, დალაგდა და პირველად მიზნად დაისახეს ირაკლი ღარიბაშვილის ნალაპარაკები საზოგადოებას უბრალოდ არ გაეგო. მათმა მაყურებელმა ამ წუთამდე არ იცის, რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. უბრალოდ დაუმალეს და იცის მხოლოდ შეფასებები, რომ ეს იყო თითქოს, რუსული, ჰომოფობიური და ასე შემდეგ. ვერცერთ სიტყვასა და ფრაზას ვერცერთი ჟურნალისტი ამ ტელევიზიების ვერ მოიტანს ახლა - რა იყო ჰომოფობიური, რუსული და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ღირებულებების ომში ქართულ ტელევიზიებსა და ქართველ პოლიტიკოსებში მოიძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეროვნულს, ტრადიციულს, ფასეულს, ქართულს ელემენტარულად დაარქვან რუსული და არაჯანსაღ პროპაგანდასა და მის სხვადასხვა მიმართულებას, დაარქვან ევროპული. სწორედ ესაა ანტიევროპული, რადგან როდესაც ქრისტიანულ ცივილიზაციაზეა და ევროპულ დიდ ოჯახზეა საუბარი, საქართველოს ბუნებრივ ადგილზე, მაშინ არ შეიძლება არაჯანსაღი პროპაგანდა მიაკუთვნო დასავლეთს, ასე შეურაცხყო ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაცია და მეორე მხრივ, ყველაფერს, ტრადიციულს, ღირებულს, შენს ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებულს დაუძახო რუსული, რომ როგორღაც ოკუპანტის ეგიდით მოახდინო ამ ყველაფრის დაკნინება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×