რეზონანსი
05.05.2023

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა 74 მკვლელობის შემთხვევა, რომელიც საქართველოში ნამდვილად უპრეცედენტოა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება კრიმინალის გაზრდას, თქვენ ყოველ წელს მაგას იძახით, კრიმინალი გაიზარდა, გაიზარდა. მაგალითად, გასულ წელს პირველად იყო, რომ მკვლელობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. როდესაც ზუსტად 2012-მდე წელიწადში 300-330 იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა 74 მკვლელობის შემთხვევა, რომელიც საქართველოში ნამდვილად უპრეცედენტოა, როგორც თქვენ გიყვართ-ხოლმე ზოგჯერ.

კრიმინალი გაიზარდა, სტატისტიკა დაკლებულია - საიდან მოგაქვთ? რა ციფრებს ნახულობთ, ვინ გეუბნებათ ამას, რომ კრიმინალი გაიზარდა? არ შეიძლება ხალხი მოატყუოთ. ტყუილი უთხრათ ხალხს. ციფრებია, რომელიც დევს ჩვენს საიტზე, ღიად და ნეხეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი?", - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×