რეზონანსი
05.05.2023

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ უნგრეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი განცხადებები ჰქონდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველა დაცულია, უმცირესობაც და უმრავლესობაც.

„ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა. ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია, უმცირესობაც, უმრავლესობაც. იცით ძალიან კარგად. საიდან უნდა გაგვრიცხონ, ეგ ნამდვილად არ მომისმენია. ვნახოთ, დაველოდოთ, წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა გომელაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ სიტყვით გამოვიდა უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×