რეზონანსი
05.05.2023

აქტიურად ვმუშაობთ, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები, რომ „ქოლცენტრები" მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქოლცენტრებთან" დაკავშირებით განაცხადა.

„კავშირები ვისთან აქვთ, ამაზე დეტალებში არ ჩავალ, დაველოდოთ გამოძიებას და ალბათ ფინანსური პოლიცია გააკეთებს ამაზე განცხადებას", - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, ოპონენტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომ ისინი მფარველობენ „ქოლცენტრებს" და რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს, რამდენად არის შესაძლებელი რომ ამ „ქოლცენტრების" არსებობა არ სცდონოდა ხელისუფლებას და არ ყოფილიყვნენ მფარველები, გომელაურმა აღნიშნა: „პასუხი ის მაქვს, რომ ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ, თუ რა ვიცი. ჩვენ ვააშკარავებთ, გუშინ ჩვენ გამოვააშკარავეთ. ასე, რომ რომ ეს რა თქმა უნდა, ტყუილია".

ამასთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კითხვის პასუხად მინისტრმა განაცხადა, რომ მის საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.

„მე არ ვიძიე მაგ საქმეს, ამაზე დაელოდეთ პროკურატურას. გენერალური პროკურატურა მუშაობს, ოცი უწყება ხომ არ იმუშავებს ერთ საქმეზე? დაელოდეთ და გეტყვიან პასუხს", - განაცხადა გომელაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×