რეზონანსი
16.05.2023

ჩვენი მთავარი გზავნილია შემდეგი, რომ საქართველო, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტის გახსნის ცერემონიაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„აუცილებელია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება ევროპისგან გზავნილი ჩვენი ხალხის, ქვეყნის მისამართით. ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში იმყოფება. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×