რეზონანსი
16.05.2023

იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის გახსნის ცერემონიაზე, მედიასთან განაცხადა.

„ქრონიკის" კითხვას - დაუჭერს თუ არა მხარს წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, პოლონეთის პრეზიდენტი ასე პასუხობს:

„დიახ, დიახ. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. 2004 წელს გაწევრიანდა პოლონეთი ევროკავშირში და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო ერთ-ერთია მათ შორის. მთლიანობაში მე მხარს ვუჭერ საქართველოს. მე წლებია საქართველოს მხარდამჭერი ვარ", - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×