რეზონანსი
17.05.2023

„ხალხის ძალის“ წევრი ნუკრი შოშიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთის ოპოზიციის კანდიდატი კილიჩდაროღლუ მისთვის სრულიად მიუღებელია. მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში, რომელმაც თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას.

„თურქეთის არჩევნებში მე მხარს ვუჭერ ერდოღანს. გარდა იმისა, რომ სუვერენულობის იდეა მნიშვნელოვანია, კილიჩდაროღლუ ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი. მისი მოადგილე ოზქოჩი არის აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მთავარი ლობისტი თურქეთში. მან თურქეთის პარლამენტში საგარეო მინისტრს დაუსვა კითხვა, თუ როდის აპირებს თურქეთი აფხაზეთის აღიარებას, ასეთი რამე არ ახსოვს თურქეთის მეჯლისს. 

ამის გარდა, მეორე ოპოზიციური პარტიის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად აღიარებს აფხაზეთს. იყო ქართველი და არ უჭერდე ამ არჩევნებში ერდოღანს მხარს, საქართველოს მტრობას ნიშნავს (არ აქვს მნიშვნელობა ეს იდიოტობით მოგდის თუ სპეციალურად აკეთებ ამას)" - წერს ნუკრი შოშიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×