რეზონანსი
17.05.2023

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.

ავტობანის ამ მონაკვეთზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მის გვერდით არსებული ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. ავარია სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×