რეზონანსი
17.05.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 30,6 ათასი ტონა, რაც 15 ათასი ტონით, ანუ 96,1%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით. 

2023 წლის 4 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 14,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 48,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 7,9 ათასი ტონა (25,8%); თურქეთი - 6,7 ათასი ტონა (21,9%); აზერბაიჯანი - 1,2 ათასი ტონა (3,9%); 

2023 წლის იანვარ-აპრილის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 14,48 ათასი ტონა, რაც 4,97 ათასი ტონით, ანუ 52,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,51  ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 4 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7%  (14,44 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×