რეზონანსი
18.05.2023

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას „გურია თუდეი“ ავრცელებს:

„ლანჩხუთური ფესვების მქონე გიორგი გორელიშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ქალაქ ოდესაში ცხოვრობდა და უკრაინაში რუსების შეჭრის პირველი დღიდანვე იცავდა თავის მეორე სამშობლოს.

გიორგი ხშირად სტუმრობდა ლანჩხუთს, სოფელ მაჩხვარეთში ჰყავს ნათესავები. მისი მამა ნუგზარ გორელიშვილი აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა“, - წერია „გურია თუდეის“ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×