რეზონანსი
18.05.2023

19 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ცნობით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

,,აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 მაისს, საღამოს 23:00 საათიდან 20 მაისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, ქინძმარაულის ქუჩას, ჩიხს და I-II შესახვევებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა, თეთრი წყაროს და ნადირაშვილის ქუჩებს; ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, გორგასლის ქუჩა N50-52; გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×