რეზონანსი
18.05.2023

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ეს იყო ძალიან ღია და გულახდილი საუბარი. საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები - ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს უშუალოდ საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ზრუნავს ყველა თავის პატიმარზე, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა, აუცილებელია სამართლიანი მოპყრობა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე", - განაცხადა უნგრეთის ელჩმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×