რეზონანსი
18.05.2023

გორში, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის საქმეზე, კლინიკა „გორმედი" სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, და რომ საზოგადოებას სრულიად გამჭვირვალედ მივაწოდებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მშობლების დაჟინებული თხოვნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ მეხსეულად მოახერხა რეაგირება და ჩართო საქმეში სამედიცინო საქმიანობის "ხარისხისა და რეგულირების სააგენტო". კლინიკის ყოველი თანამშრომელი უწყვეტად და ღიად თანამშომლობს შესაბამის კომისიასთან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული პასუხისმგებლობით და ღიად გავაკეთებთ განცხადებებს, რომ საზოგადოება ყველა ეტაპზე იყოს ინფორმირებული.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს..." - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×