რეზონანსი
18.05.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ქართული ოპოზიციის ნაწილის შესახებ წერს. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, პოლიტიკურად უნდა განეიტრალდნენ.

„არა მხოლოდ „ნაცი", არამედ - ყველა რადიკალი და პოლიტ-დივერსანტი, რომელიც საკუთარი ავადმყოფური ამბიციებისთვის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, უნდა განეიტრალდეს პოლიტიკურად!

10 წელი ყველას ჰქონდა შანსი პოლიტიკური ცხოვრება ნორმალური, რაციონალური, სახელმწიფო ინტერესებისათვის სუფთა ფურცლიდან დაეწყო, თუმცა, პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისა და ეროვნული ინტერესების ღალატის მეტი არაფერი უკეთებია!

ასე რომ, დროა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკა პარაზიტებისგან - საზოგადოება ელოდება ამ ძირგამომპალი „კოჰაბიტაციის" დასასრულს!", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×