რეზონანსი
21.05.2023

ჩვენ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ. რაც უკვე გაკეთდა არის ძალიან კარგი და ეს მათ რომ ძალიან ეწყინათ, ეს უკვე ვნახეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მოლოდინი მათი [ოპოზიციის] მხრიდან პოზიტიური ვერ გვექნება, იმიტომ რომ წინა შემთხვევაშიც ასე იყო - მათ დააყენეს 3 და შემდეგ 2 კანდიდატი ულტიმატუმის სახით. მათი ულტიმატუმები გულისხმობს შემდეგს: თუ ჩვენ არ ავირჩევთ მათ წარმომადგენლებს, ისინი ასეთი ორგანოს არჩევაზე უარს ამბობენ-ხოლმე, მიუხედავად იმისა, ეს ევროპულ რეკომენდაციებს შეესაბამება თუ არა. ჩვენ ევროპული რეკომენდაციის ეს პუნქტი მეტწილად შევასრულეთ. რაც უკვე გაკეთდა არის ძალიან კარგი და ეს მათ რომ ძალიან ეწყინათ, ამას უკვე შევხედეთ, როდესაც ერთმანეთზე ბულინგი მოახდინეს და საქმის გარჩევები ჰქონდათ ყველაზე უტიფარი მეთოდები", - განაცხადა მდინარაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის ასარჩევად, კენჭისყრა 30 მაისს გაიმართება. მანამდე პარლამენტში მხარეებმა კონსულტაციები უნდა გამართონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×