რეზონანსი
22.05.2023

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა ვლადიმირ პუტინს შეატყობინეს ბელგოროდის ოლქში „უკრაინელი დივერსანტების" შეჭრის მცდელობის შესახებ.

„თავდაცვის სამინისტრომ, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინელი დივერსანტების მცდელობის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში შეეღწიათ. მიმდინარეობს მუშაობა მათი რუსეთის ტერიტორიიდან განდევნასა და განადგურებაზე. ადგილზე საკმარისი ძალა და საშუალებაა მობილიზებული", - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×