რეზონანსი
22.05.2023

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალური ქსელში, წერს დაჩქარებული ცვლილებები დროში ემთხვევა ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ის ამით პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის თანახმად, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ

ანა წითლიძის განცხადებით, კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებას" ოპოზიციის სხვა არცერთი ინიციატივა არ მიუღია დაჩქარებული წესით.

„ჩვენი შეტანილი კანონპროექტები თაროზე აქვთ შემოდებული. სამაგიეროდ, რატომღაც დაჩქარებული წესით შემოიტანეს რეგლამენტში ეს ცვლილებები.

არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ ეს დაჩქარებული ცვლილებები დროში ემთხვევა ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.

აღნიშნული ცვლილებების განხილვა მოთხოვნილია დაჩქარებული წესით რასაც პარლამენტში ბიურომ მხარი დაუჭირა.

ცვლილებების მიხედვით პარლამენტის წევრი, რომელიც დატოვებს ფრაქციას და პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობას უფლება ექნებათ შექმნა პოლიტიკური ჯგუფი.

პოლიტიკური ჯგუფი შეუძლია შექმნას 2 დეპუტატმა, რომლის თვიური დაფინანსებაა 10 890 ლარი.

წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემდგომ პარლამენტის ის წევრები რომლებიც დატოვებენ ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შექმნიან პოლიტიკურ ჯგუფს და მიიღებენ დაფინანსებას. მანამდე ეს არსებული კანონით შეუძლებელი იყო.

რამ აიძულა „ქართული ოცნება" ეს ცვლილებები დაჩქარებულად მიიღოს? ოპოზიციის რომელი სხვა ინიციატივა მიუღიათ დაჩქარებული წესით ხომ ვერ შემახსენებთ? მე პასუხი არ მაქვს", - წერს ანა წითლიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×