რეზონანსი
22.05.2023

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონსკის რაიონში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, დაღუპულები არ არიან.

მანამდე, გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა.

ამასთან, უკრაინული მედია ავრცელებს ცნობებს, რომ რუსები მასობრივად ტოვებენ ბელგოროდს. ქალაქის გარეუბანში კილომეტრიანი საცობები ჩამოყალიბდა.

ცნობისთვის, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×