რეზონანსი
22.05.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, გამოეხმაურა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას.

„არ ვიცი ფადი ასლი რამდენად ერკვევა ქართული პოლიტიკის ნიუანსებში. ის არის უცხოელი ადამიანი, მართალია დიდი ხანია აქ ცხოვრობს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ, არ მგონია, რომ პოლიტიკაში ძალიან კარგად იყოს გათვითცნობიერებული. არანაირი დილემა - ევროპა თუ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენ არ გვაქვს, ეს არის ცრუ დილემა", - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×