რეზონანსი
23.05.2023

მწე­რალ­მა დათო ტუ­რაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ იყო 2008 წლის ომის შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჩა­სუ­ლი და ასე­ვე გა­იხ­სე­ნა რუს რე­ჟი­სორ ნი­კი­ტა მი­ხალ­კოვ­თან მწვა­ვე დი­ა­ლო­გიც.

მისი თქმით, მოს­კოვ­ში ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის, რეზო გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის შვი­ლის ნათ­ლო­ბა­ზე იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც შეხ­ვდა მი­ხალ­კოვს, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის სი­მამ­რი იყო.

"მი­თხრეს, რომ რო­მე­ლი­ღაც სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ჩემი მოს­კოვ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო. არ მგო­ნია, ამ სა­ა­გენ­ტომ ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვით გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა...

ნამ­დვი­ლად ვარ მოს­კოვ­ში ნამ­ყო­ფი ორი მი­ზე­ზის გამო.

ჩემი წიგ­ნი "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა" ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, რომ რუ­სეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი­ყო და რუ­სებს გა­ე­გოთ... ახ­ლაც მინ­და, რომ წიგ­ნი გა­მოს­ცენ რუ­სეთ­ში და ამ წიგ­ნის გამო შევ­ხვდე რუს მკი­თხვე­ლებს, რომ მათ მო­ვუყ­ვე, ავუხ­სნა, რა­ტომ არ გვინ­და ვი­ყოთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნა­წი­ლი. ილუ­ზია არ მაქვს, რომ ამ წიგნს რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, ან ფილ­მს რომ ნა­ხა­ვენ, შე­ეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნე­ბი. რომ რამე იმოქ­მე­დებს მათ­ზე, მაგ­რამ მა­ინც... რუ­სეთ­ში ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვით, ფიქ­რო­ბენ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ 63 მი­ლი­ო­ნი და მუს­ლი­მა­ნუ­რი ქვე­ყა­ნა. აი, არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე და სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცი­ან რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი იყო, რომ ნათ­ლო­ბა­ზე დამ­პა­ტი­ჟა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა, ჩემ­მა ძვირ­ფას­მა მე­გო­ბარ­მა, ნათ­ლო­ბა­ზე უარს რო­გორ ვე­ტყო­დი. წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბულ ერთ ფო­ტო­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რი მეც­ვა და მე­ო­რე­ში კი - მა­ი­სურს კოტე ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი ეწე­რა: "ჩე­ჩენ-ვე­ჩენ". წი­თელ მო­ე­დან­ზე კი იმი­ტომ მი­ვე­დი, რომ მინ­დო­და მე­ნა­ხა აბელ ენუ­ქი­ძის დარ­გუ­ლი რა­ჭუ­ლი ფიჭ­ვე­ბი ხა­რობს ისევ თუ არა...

მოკ­ლედ, მე­ო­რე მი­ზე­ზი ჩემი "ჯინ­სე­ბის" თა­ო­ბის გა­მო­ცე­მა იყო, რო­მე­ლიც ნა­თარ­გმნი იყო და გა­მომ­ცემ­ლე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ გა­მო­ცე­მა­ზე. ვი­ფიქ­რე და რე­ზო­მაც მი­თხრა, რომ იქ­ნებ ამ საქ­მე­ში მი­ხალ­კო­ვი დაგ­ვხმა­რე­ბო­და, მაგ­რამ, როცა ვუ­თხა­რით, - მი­პა­სუ­ხა, - ძა­ლი­ან კარ­გად მაქვს წა­კი­თხუ­ლი შენი წიგ­ნი და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ეს რუ­სეთ­ში არ გა­მო­ვი­დე­სო. ცი­ვად მი­თხრა და მეც ცი­ვად ვუ­პა­სუ­ხე. მერე ვი­ფიქ­რე, რე­ზი­კოს­თვის იქ­ნე­ბო­და უხერ­ხუ­ლი, შვი­ლის ნათ­ლო­ბი­სას, მის სი­მამ­რთან რომ ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ ჩემი ბრა­ლი არ იყო. მან და­ი­წყო. დიდი რე­ჟი­სო­რი კია, მაგ­რამ დიდი შო­ვი­ნის­ტია. არ გა­ჩერ­და და მეც ვუ­თხა­რი, - აი, ასე­თი შო­ვი­ნის­ტი და კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ასე­თი მო­ძუ­ლე რომ ხარ, იმი­ტომ დაგ­სა­ჯა ღმერ­თმა, ერთი სიძე ქარ­თვე­ლი გყავს და მე­ო­რე ჩერ­ქე­ზი-მეთ­ქი. 200 წლის წინ, თქვენ­მა გრი­ბო­ე­დოვ­მა ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო რომ წა­იყ­ვა­ნა ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძე, აი, 200 წლის შემ­დეგ რე­ზი­კომ გა­და­გი­ხა­დათ სა­მა­გი­ე­რო, თქვე­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გი გოგო წა­მო­იყ­ვა­ნა-მეთ­ქი. გა­გიჟ­და..." - თქვა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფო­რუ­ლას" ეთერ­ში  დათო ტუ­რაშ­ვილ­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×