რეზონანსი
23.05.2023

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

ცვლილებების საფუძველზე, სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, "ნაციონალური მოძრაობიდან" ახალ გასულ ოთხ დეპუტატსაც ექნება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დაჩქარებული ცვლილებები დროში ემთხვევა ოპოზიციიდან ხუთეულის ხმის მიცემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ეს საკითხი საბჭოს წევრების კენჭისყრებამდე იყო დაინიცირებული.

"მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ ცვლილებაში, იმიტომ, რომ თუ პარტიიდან შესულ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ფრაქცია, რა პრობლემაა ბლოკიდან გასულმა ადამიანებმა შექმნან. არათანაბარ მდგომარეობაში არ უნდა იყოს პარტიიდან გასული დეპუტატი და ბლოკიდან გასული დეპუტატი. "ნაციონალურ მოძრაობაში" შიგნით რა ხდება და რა გადაადგილებებია არ ვიცი, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×