რეზონანსი
23.05.2023

"მთავარი არხის" ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ეკა კვესიტაძის ბიძა, ბადრი ლოლაძე ჭიათურის პოლიციამ გამოკითხა. როგორც მან პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, არ იცის გაგრძელდება თუ არა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა და ეს პროკურატურაზე იქნება დამოკიდებული.

ლოლაძის თქმით, ხელყუმბარა, რომელიც პოლიციელების მტკიცებით, მის სახლში იქნა აღმოჩენილი, მისი არ არის.

"გახსნილია კედელი, მიადგეს იქა და ჩამოიღეს ლიმონკა. ეს რა არისო, ვისი არიოს. არ ვიცი, მე შეხება არ მქონია და აზრზე არ ვარ, არ ვიცი. ადამიანს როგორ დავაბრალო, არ მაქვს შეხება არ ვიცი, გააგზავნეთ ექსპერტიზა და ნახეთ ჩემი ანაბეჭდი თუ არის ზედ თქო მე ვუთხარი.

არ ვიცი რას ვუკავშირებ, მე აქტიური აღარა ვარ 71 წლის ვარ. ხანდახან აქციებზე დავდივარ ხოლმე და რა ვიცი, გამოვდივარ ხოლმე ოპოზიციის აქციებზე და ვუჭერ მხარს ცვლილებას, ევროკავშირს ვუჭერ მხარს. არ მინდა ეს რუსეთი, იმ თავითვე არ მინდა, სამი წლის რომ ვიყავი მის მერე არ მინდა," - თქვა ბადრი ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში 22 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ბიძა პოლიციელებმა დააკავეს. კვესიტაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×