რეზონანსი
23.05.2023

5 მუნიციპალურ ერთეულში ჩატარდა კონკურენტული, სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგები ყველა მხარემ აღიარა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ „ქრონიკასთან" განაცხადა.

„იმ დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტში, სადაც უკონკურენტოდ წარიმართა არჩევნები, ჩვენმა 30 000-მა მხარდამჭერმა მიიღო მონაწილეობა. ყველა თვლის, რომ ეს არის სამართლიანი პროცესი, თუმცა არიან მათ შორის ჩვენთან ელემენტები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიციები. ეს პროცესი იყო ინკლუზიური და წარმოუდგენელია რაიმე გარე ხელზე საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს არჩეული პოლიტიკური საბჭო და ეს საბჭო გაატარებს პარტიაში იმ დღის წესრიგს, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან", - განაცხადა ფარულავამ.

ორად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ყოველდღიურად მოდღევდება. რაიონულ ორგანიზაციებში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მელიას გუნდი მიიჩნევს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა გაძლიერდა. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე საუბრობს ხაბეიშვილი და პროცესში კეზერაშვილი-მერაბიშვილის ჩარევას გამორიცხავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×