რეზონანსი
23.05.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, შეშფოთების საბაბი არ აქვთ.

„განცხადებები გაკეთდა ამერიკის მთავრობის მხრიდან. გვსურს ჩვენს პარტნიორებს ვუთხრათ, რომ შეშფოთების საგანი არ არსებობს. რეალურად საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების, უბრალო ადამიანების მიმოსვლას და აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება თავის დროზე რუსეთმა მიიღო ცალმხრივად, როდესაც სანქციები დაუწესა საქართველოს და ახლაც, ეს [ფრენების აღდგენა] იყო რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება. საქართველოს დადანაშაულება, ან გაკრიტიკება ამის გამო უბრალოდ არასამართლიანია, ეს ერთი. მეორე - დღეს ვფიქრობ, ყურადღება უნდა იყოს მობილიზებული იმაზე, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე, დროულად, სამართლიანად მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას საქართველოსთვის. მითუმეტეს, იმ გაზრდილი რისკების ფონზე, რაც არის რეგიონში. აქ გვჭირდება ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×