რეზონანსი
23.05.2023

12 წლის ანას დედამ, დედამ ნატო ხუტაშვილმა დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში 2 პიროვნების ფოტო გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარზე, ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მკვლელობის საღამოს ნამდვილად გაიარა იმ ტერიტორიაზე, თუმცა არანაირი ხმა არ გაუგია:

„მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“, - უთხრა რადიო "თავისუფლებას" გარდაცვლილი მოზარდის დედამ ნატო ხუტაშვილმა.

12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×