რეზონანსი
23.05.2023

„ხალხის ძალის" წევრი და დეპუტატი ეკა სეფაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმის შესახებ, სადაც მონაწილეობას იღებს, სოციალურ ქსელში წერს. როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.

„Energy community Parliamentary Plenum Meeting - ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმი. ევროინტეგრაცია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია. ენერგეტიკის სექტორში საქართველომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 50% უკვე შეასრულა.

ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს რიგი ევროდირექტივების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვისათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს მიერ ენერგეტიკული ჰაბის როლის შესრულების ამბიციურ მიზანს წარმოადგენს.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. შესაბამისად, ყველას ინტერესშია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის მონაწილე ქვეყნების სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული მოდერნიზება, რაც ამ პროექტის რეალიზებას დააჩქარებს", - წერს ეკა სეფაშვილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×