რეზონანსი
24.05.2023

ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. ფორუმის წამყვანი დაინტერესდა, რას აკეთებს საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

„ჩემო ძვირფასო მეგობარო, ეს არის ჩემი ინტერესები, მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოვო ევროკავშირს და ნატო-ს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც კი არ შეგვეძლო 10 წლის წინ, ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებით მიდიოდა და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია - ევროკავშირი და ნატო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, როგორ აუხსნის საერთაშორისო საზოგადოებას იმას, რომ რუსეთიდან ფრენები ხორციელდება და გრძელდება პროტესტი ქუჩაში, რომლებსაც ალბათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორად ვითარდება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან და საქართველოსთვის ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი.

„ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. თქვენ ბრძანეთ ფრენების შესახებ. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში. ამ პოზიციას მტკიცედ შევინარჩუნებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×