რეზონანსი
24.05.2023

ახალი დეტალები კახეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე - როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უზბეკეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე იორთან მრავლობითი დაზიანებებით გამვლელებმა იპოვეს. მათი თქმით, მოკლულის ცხედარი წყალში იყო და ის სამართალდამცველებმა ამოიყვანეს.

"კურიერმა" გაარკვია მოკლული 55 წლის ჯანბეტა ტოლებენი, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. მამაკაცი საქართველოს მოქალაქე გაბრიელ ხოხობაშვილია. მამაკაცი რამდენიმე წელია საქართველოში არ იმყოფებოდა. პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. "კურიერი" დაკავებულის სახლში იყოფებოდა, თუმცა ახლობლებს მედიასთან საუბარი არ სურთ.

დანაშაულის ზუსტ მიზეზებზე ადგილობრივები ვერ საუბრობენ, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ქალი მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.

ცნობისთვის, კახეთში 55 წლის ქალი მოკლეს.

"რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×