რეზონანსი
24.05.2023

ეს ყველაფერი აჩვენებს კოლექტიური ნაცმოძრაობის რეალურ სურვილებს და ასევე მათ ბუნებას. ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გივი თარგამაძის განცხადებას.

„2012 წლამდე ისინი თავიდან ბოლომდე ძალადობით გამოირჩეოდნენ. ახლა ვეღარ ძალადობენ საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, თუმცა ცდილობენ მოიფიქრონ ძალადობის ახალი ფორმები და მეთოდები. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ და ეს გეგმები განწირულია წარუმატებლობისთვის - სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და ასეთი გეგმების რეალიზებას არ დაუშვებს", - აღნიშნა კობახიძემ.

ეს კომენტარი მან გივი თარგამაძის შემდეგ განცხადებაზე გააკეთა: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×